2020-07-25 11:13:12, 13219 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან, 3 ლილოს ბაზრობიდანაა, 2 სამედიცინო პერსონალია და ერთის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან, 3 ლილოს ბაზრობიდანაა, 2 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებულია, 1 დადასტურებულთან კონტაქტია და ერთის წყარო უცნობია.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 222 პაციენტი მკურნალობს.
„ამ 13 შემთხვევიდან 3-ის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა, 1 პაციენტის წყარო გახლავთ გაჩიანი, 5 არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან 4 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, 1 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი და ერთ შემთხვევაზე კონტაქტებზე და წყაროს მოძიებაზე ეპიდკვლევა გრძელდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,