18:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 14:23:04, 14508 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედპერსონალი მკურნალობს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 მედპერსონალი მკურნალობს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„სულ გვყავს 9 პაციენტი, ჩვენი კოლეგა, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ. საბედნიეროდ, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც ჩვენთან მართვით სუნთქვაზეა, მისი მკურნალობა გრძელდება. შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

გარდა ამისა, გყვავს ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, პნევმონია აქვთ. თითქმის დავასრულეთ თანამშრომლების, მთელი ჩვენი გუნდისთვის ტესტირების ჩატარება, მათ შორის მედპერსონალისა და ადმინისტრაციული ნაწილის. გუშინ მედპერსონალის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ და იქედან სამი დადასტურდა მხოლოდ. დანარჩენი ყველა უარყოფითია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია- შიდა გავრცელებაა თუ გარედან. ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ, გარედან შემოსული ინფექციაა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics