2020-06-13 10:43:51, 10280 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 136 პაციენტი.
„ბოლო 24 საათში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან 2 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 5 გახლავთ საკარანტინე სივრციდან, ეს არის შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევა. ერთი გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან. 5-ის წყარო გახლავთ დაუდგენელი, რომლისთვისაც გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,