00:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 13:33:13, 13887 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსი და საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები - ქვეყნებში ინფიცირების სტატისტიკა მზარდია

საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე მეტი შემთხვევა თურქეთში ფიქსირდება. აქ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 104 ათასს გადააჭარბა და ვირუსმა 2600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თურქეთის შემდეგ სტატისტიკურად ყველაზე მზარდი ვირუსის გავრცელება რუსეთშია, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 68 622-ს შეადგენს. კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 615-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, დაღუპუთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 592-ს შეადგენს, მათგან 1 013 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. როგორც ცნობილია, 27 აპრილიდან აზერბაიჯანი მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ხსნის და  თითქმის ყველა მაღაზია იხსნება.

რაც შეეხება სომხეთს, აქ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 1596-ს შეადგენს, საიდანაც, ბოლო მონაცემებით, 728 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. სომხეთში კორონავირუსით 27 ადამიანია გარდაცვლილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics