2015-08-13 20:55:46, 574 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე ამჟამად შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან. ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს." -წერია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან