2026-04-15 12:12:32, 966 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა. ინფორმაციის თანახმად 40 ცხვარზე მეტი მოკვდა. - იუწყება ერეგიონალური გამოცემა 24news.ge.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მწყემსი დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით.
უწყების ცნობით, მწყემსი ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლით დაჯარიმდა, რაც ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,