14:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 12:55:27, 5089 ნახვა

ომი უკრაინაში
ქვემო ქართლში რწმუნებული - მარნეულში შემოწმდა 15 000 ადამიანი, საიდანაც ტემპერატურა 4-ს აღენიშნებოდა, გართულება არ შეიმჩნევა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში შემოწმება 15 000-მა ადამიანმა გაიარა, საიდანაც ტემპერატურა 4-ს აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, იმ პირებს, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ, კორონავირუსის სიმპტომები არ ახასიათებთ.

„არსად არ არის გართულება, სადაც ველოდებით საზოგადოებრივ თავშეყრას იმაზე მეტს, რაც არ არის სასურველი. ჩვენი აქტივისტები არიან ჩართული. ვიცავთ დისტანციას, ვიცავთ რიგებს. ტესტირებებზე საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხები მიდის და ნაცვლად 6-7 საათისა, საათ ნახევარში გვექნება პასუხები. გიდასტურებთ ციფრს, რომ მარნეულში 15 000 ადამიანი შემოწმდა, მხოლოდ 4-ს ჰქონდა ტემპერატურა და არავითარი სიმპტომატიკა კი არავითარი. ამიტომ, გამორიცხული იყო კორონასთან კავშირი. ასევე, 3400 ადამიანი შემოწმდა ბოლნისში და იქაც არავითარი გართულება ადამიანებთან არ ყოფილა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics