02:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 14:22:28, 938 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: გიორგი მღებრიშვილმა ჩვენს მთავრობაში ძალიან ძლიერი და კარგი რეფორმატორის სახელი დაიმკვიდრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად მუშაობის პერიოდში, მთავრობაში  ძალიან  ძლიერი ხელმძღვანელისა  და კარგი რეფორმატორის სახელი დაიმკვიდრა.

მისივე თქმით,  უხარია, რომ შსს-ს სათავეში სწორედ, გიორგი მღებრიშვილი ჩაუდგება.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კახა კახიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას, ბაქრაძის შეფასებით,  მისასალმებელია, რომ მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ჩართული იქნება.

"გოგამ ძალიან დიდი ხანია დაიმკვიდრა ჩვენს მთავრობაში, როგორც ძალიან ძლიერმა ხელმძღვანელმა, კარგმა რეფორმატორმა სახელი, ადგილი.მიხარია, რომ ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ჩაუდგება სათავეში.კახას უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ჩართული იქნება",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics