12:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 09:34:23, 643 ნახვა

სამართალი
შსს-მ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს 3 და რუსეთის 1 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ვიტალი შ, 1987 წელს დაბადებული გელა ღ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული, ნაზიმ კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით ახალციხის რაიონში დააკავეს, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტაისია კ-ს ბრალი წარედგინა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვიტალი შ. და გელა ღ. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და ნაზიმ კ-ს და ტაისია კ-ს მცირეწლოვან შვილებთან ერთად საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაყვანას ცდილობდნენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა-1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics