01:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 10:16:48, 896 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ყველას ვთხოვ, ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს

"ყველას ვთხოვ, ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს, რადგან დიდი ალბათობით, მიზეზი  ტექნიკური ზედამხედველობა იყო ", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სპორტის სასახლესთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, შრომის ინსპექციას სამშენებლო პროცესის ზედამხედველობის ფუნქცია არ აქვს.

"შრომის ინსპექცია რამდენიმე თვეა, რაც შექმნილია. მისი დაკომპლექტება შეიძლება მოხდეს გაწერილი გეგმის მიხედვით, თუმცა ყველას ვთხოვ, რომ ნუ მიაწერენ შრომის ინსპექციას ყოვლისშემძლე ფუნქციებს, რადგან ტექნიკური ზედამხედველობა, რაც დიდი ალბათობით ეს იყო მიზეზი... ეს არის სხვა მიმართულება, ხოლო შრომის ინსპექცია არის სხვა. შრომის ინსპექცია არის ტრეფიკინგის მსხვერპლზე მუშაობა, პირადი პერსონალური უსაფრთხოების დაცვა და არა სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა",-განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics