01:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-10 23:18:36, 4291 ნახვა

კულტურა
ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ლოს ანჯელესში Spotlight Award-ის მფლობელი გახდა

ASC Awards ოპერატორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც წელს ლოს ანჯელესში 33-ედ გაიმართა. ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების წლევანდელ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid's Tale და სხვა. ერთ-ერთ ნომინაციაში Spotlight Award წარდგენილი იყო ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ზაზა ხალვაშის ფილმისთვის „ნამე". მის გარდ,ა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოდნენ ფილმების Girl და The Rider ოპერატორები. გამარჯვებული და Spotlight Award-ის მფლობელი, სწორედ გიორგი შველიძე გახდა. დაჯილდოვების ცერემონია დღეს, თბილისის დროით დილის 7 საათზე გაიმართა, რომელსაც პირდაპირ ეთერში არაერთი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Spotlight Award ქართული ფილმისთვის გაიცემა. 2017 წელს, იგივე ჯილდო Gorka Gomez Andreu-მ მიიღო რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი".









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics