22:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 13:47:02, 791 ნახვა

სამხედრო
კაპრალ რამაზ დავითაიას 16 ივნისს მხედრული პატივით დაკრძალავენ

კაპრალ რამაზ დავითაიას 16 ივნისს, 15:00 საათზე მხედრული პატივით დაკრძალავენ.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი კაპრალ რამაზ დავითაიას სამოქალაქო პანაშვიდები სენაკის რაიონის სოფელ საწულეისკიროში 11 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

„მხედრული პატივის მიგების ცერემონია მის საცხოვრებელ ადგილზე ყოველდღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. კაპრალი რამაზ დავითაია 16 ივნისს, 15:00 საათზე, მხედრული პატივით დაიკრძალება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, 8 ივნისს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა, გერმანიისა და საქართველოს კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics