15:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 04:44:38, 2089 ნახვა

სხვადასხვა
ხაშურის ხანძარში მონაწილე მაშველები დანამატს მიიღებენ

ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ფულად დანამატს მიიღებს - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მეხანძრეებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ეს არის სტანდარტი, რომელსაც სამსახურის შექმნის დღიდან ვნერგავთ. ყველა მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად იმუშავებს ასეთ რთულ პირობებში, ყოველთვის იქნება დაფასებული სამსახურის მხრიდან." - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს

#მადლობა თავდადებული შრომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოთ იმაზე დაფასებულები ვიდრე ხართ დღეს, გქონდეთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა. ამაზე მუშაობა 2018 წლის 1 იანვრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველ, ხელშესახებ შედეგებს სექტემბრიდან იხილავთ" - აღნიშნა შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა

სოფელ ცედანში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები და სახანძრო ტექნიკა მიმდებარე ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics