2015-06-01 16:27:11, 482 ნახვა
საზოგადოება
ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.
სანაპირო დაცვის ბაზის წარმომადგენლებმა სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინეს და მეზღვაურების მუშაობის პრინციპები გააცნეს. შემდეგ სტუდენტებმა მცურავი საშუალებები დაათვალიერეს.
ღონისძიება ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში სტუდენტების სასწავლო ვიზიტებს ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან