2015-05-13 09:22:17, 373 ნახვა
საზოგადოება
NDI მედიას დღეს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას წარუდგენენ ამა წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის პოლიტიკური ნაწილი, მათ შორის პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებლები და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან