13:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 08:26:31, 839 ნახვა

საზოგადოება
ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ციტრუსი“ ვიზიტორებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ციტრუსი“, რომელიც თბილისში, 9 აპრილის ქუჩა #3-ში მდებაროებს, ვიზიტორებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

„ციტრუსის“ გენერალური მენეჯერის შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, სასტუმროში ნომრების ღირებულება 100-დან 250 დოლარამდეა და 50%-იანი ფასდაკლება  მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

სასტუმროს ერთდროულად 80-მდე სტუმრის  მიღება შეუძლია. სასტუმროს მშენებლობაზე მთლიანობაში 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  

აღსანიშნავია, რომ „ციტრუსი“ მერიის „იაფი სესხის“ პროექტის ფარგლებში 1 მილიონი ლარით დაფინანსდა.

შალვა  ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროს მთლიანად ადაპტირება შშმ პირებისთვის თბილისისდ მერიის ინიციატივით  განხორციელდა.

„სასტუმრო ვიზიტორებს ბალნეოლოგიური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს.  სასტუმროში 36 ნომერი, ბარი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული, აქვს საკუთარი  პარკინგის ადგილი. სასტუმროში 45-მდე ადამიანია დასაქმებული“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics