09:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 21:11:31, 476 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში ავტობუსების ცალკეულ მარშრუტებზე ცვლილებები განხორციელდა

დედაქალაქში ავტობუსების ცალკეულ მარშრუტებზე ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მარშრუტებზე  სამუშაო დროის ხანგრძლივობა გაიზარდა, საღამოს საათებში დაემატა რეისები, ასევე შემცირდა მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალები.

„მოქალაქეების სატრანსპორტო მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის  მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად შემუშავდა და ცვლილებები შევიდა  მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტების სამუშაო განრიგში.

ცვლილებები შეეხო სოფელ პატარა ლილოს, ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდი ლილოს, ორხევის დასახლებას, სოფელ ნასაგურს, სოფელ წინუბნის, ლოჭინი-ლილოს დასახლებას და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან  ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე მომუშავე მარშრუტებს.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის, სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ყველა აღნიშნულ დასახლებაში მომუშავე ავტობუსების სალონებში გაიკვრება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics