12:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 15:10:13, 509 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქცია დასრულდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე აქცია დამთავრდა. 

აქციას „მშობელთა საინიციატივო“ ჯგუფი მართავდა. აქციის მონაწილეები  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ „ზოგადი განათლების შესახებ“  კანონპროექტს უჭერდნენ მხარს, რომლის თანახმადაც, ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრამდე 6 წელი უსრულდება, სკოლაში შესვლის საშუალება უნდა მიეცეს. 

მათი მოთხოვნა იყო, რომ ბავშვს, რომელსაც სასწავლო წლის დაწყებიდან უახლოეს პერიოდში უსრულდება 6 წელი, სკოლაში შესვლის საშუალება მიეცეს. 

აქციის წევრებმა პარლამენტისთვის მიმართვა მოამზადეს, რომ ხვალინდელ კენჭისყრაზე „ზოგადი განათლების შესახებ“  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. 
მათ იმედი აქვს, რომ პროექტი მეორე მოსმენაზე გავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებზე საკუთრი შვილების გამოყვანას გეგმავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics