10:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 14:43:07, 872 ნახვა

სამხედრო
შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 18 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

მათივე ინფორმაციით, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან  მოვლენილი სამხედრო მოსამსახურეები ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით,  თავდაპირველად,  კურსის პირველ ეტაპზე - საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ.

 მათ აბულის სასროლეთზე  მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა, ასევე, ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრისა და მყინვარწვერზე გადაადგილების ტექნიკის დაუფლება მოუწევთ.

მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების ხერხებს, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკას,  დაზარალებულის დახმარებასა და ევაკუაციას დაეთმობა.

კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 11 აგვისტოს დასრულდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics