21:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 13:52:59, 849 ნახვა

პოლიტიკა
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო

საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საელჩოს შენობა განთავსებულია მისამართზე რიადი, ალ-ვურუდი, პრინც ფეისალ ბინ საად ბინ აბდულრაჰმანის ქუჩა N 60. შენობაზე 12 იანვარს ქართული ხუთჯვრიანი დროშა ოფიციალურად აღიმართა.

"საქართველოს მისია საუდის არაბეთში 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა. უკვე დასრულდა საელჩოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანია არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამსრომლობის გაღრმავებისთვის. მისიის მთავარი საქმინობაც საუდის არაბეთის სამეფოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და GCC-სა (Gulf Cooperation Council) და OIC-ის (Organisation of Islamic Cooperation) სამდივნოებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ იქნება მიმართული. მიმდინარეობს მუშაობა რიადიდან ომანის სასულთნოს, ბაჰრეინის სამეფოსა და იემენის რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვის განხორციელების მიზნით. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი გახლავთ გიორგი ჯანჯღავა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics