23:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 15:13:15, 770 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ

ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეეჯიბრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.

სამხედრო სასწავლებლის კურსანტებს ვაზიანის სასროლეთზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ უმასპინძლეს.

შეჯიბრის დაწყებამდე ახალგაზრდა კურსანტებს IV მექანიზირებული ბრიგადის ინსტრუქტორებმა სასროლეთის უსაფრთხოების წესები გააცნეს. მონაწილეები ერთმანეთს მოიერიშე შაშხანა „M4“ და „ბარაკის“ ტიპის პისტოლეტიდან სროლაში შეეჯიბრნენ.

დღესვე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის ჩვენება გაიმართა.

შეჯიბრი იუნკერებს შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics