21:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 17:50:45, 1654 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე დავით უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის სპიკერმა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს პირადად მართავდა. კობახიძის აზრით, უსუფაშვილის მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ძალიან ღირებული იქნებოდა:

„მქონდა პირადად დავით უსუფაშვილთან კონსულტაცია, მისი ჩართულობა კომისიის მუშაობაში ძალიან ღირებული იქნებოდა, თუმცა მან განმარტა, რომ პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, რადგან კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული და გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პოლიტიკური წარსული და აწმყო, ის ვერც ექსპერტის რანგში  მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში. ძალიან ღირებული იქნებოდა მისი მონაწილეობა კომისიის მუშაობაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, 2013 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა  და მას დავით უსუფაშვილი თავმჯდომარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics