18:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 13:03:24, 1075 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არდასწრება საგანგაშო სიგნალია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის არდასწრება საგანგაშო სიგნალია.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ნატო-ში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში უსაფრთხოებაზე ზრუნვას ეხება, უმნიშვნელოვანესია.

„გუშინ, ნატო-ში ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვენლოვანესი მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც  თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.  ნატო-მ გადაწყვიტა, რომ  აქტიურად იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. ეს ნიშნავს, რომ ნატო შავი ზღვის რეგიონების სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთო. აღნიშნული ოპერაციის დაწყების მიზეზებად კი, რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრა და აგრესიული ქმედებები დასახელდა.  ყველაფერ ამის ფონზე, აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ ესწრებოდა, რაც ძალიან საგანგაშო სიგნალია. ესაა ჩვენი ქვეყნის ხელისფულების მხრიდან საგარეო პოლიტიკური სიგნალი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და თავდაცვის სამინისტროს, არ დაუშვან საქართველოს ინტერესების შელახვა და აქტიურად ჩაერთონ პროექტის განხორციელბაში, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics