16:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 12:52:09, 1107 ნახვა

სხვადასხვა
WWF: მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა

მსოფლიოში ცხოველების რაოდენობა 1970 წლიდან 60%-ით შემცირდა, - ამის შესახებ BBC მსოფლიოს ველური ბუნების ფონდზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც WWF-ის ანგარიშშია ნათქვამი, 1970-დან 2012 წლამდე ცხოველების სხვადასხვა სახეობის რაოდენობის ამსახველი ინდექსი 58%-ით შემცირდა.

ფონდმა ინდექსი ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად გამოითვლა. ფონდში დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლისთვს ინდექსი, 1970 წელთან შდარებით, 67 %-ით შემცირდება.

როგორც WWF-ში განმარტავენ, ცხოველების პოპულაციის შემცირება ადამიანის საქმინობას უკავშირდება. ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, ამფიბიებისა და რეპტილიების რაოდენობის შემცირების მიზეზებად გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ნადირობა, ასევე ადამიანის მიერ კონკრეტული გარემოსთვის არადამახასიათებელი მცენარეებისა და ცხოველები შემატება სახელდება.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად იმ ცოცხალი არსებების რაოდნეობა შემცირდა, რომლებიც ტბებში, მდინარეებსა და ჭაობებში ცხოვრობენ. ექსპერტების შეფასებით, ბოლო 40 წლის განმავლობაშო მტკნარ წყალში მობინადრე ცხოველების პოპულაცია 81%-ით შემცირდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics