12:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 10:07:47, 1056 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხადური: მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია გამოხატონ

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მინისტრმა ხმა გლდანის მე-10 ოლქის 32-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ფინანსთა მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს გვეძლევა საშუალება, დავაფიქსიროთ საკუთარი აზრი და მოქალაქეობრივი პოზიცია. სწორედ არჩევნები ქმნის ქვეყნის მომავალს, ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დღეს მოვიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი პოზიცია, გააკეთონ თავისი არჩევანი ევროპული, ძლიერი, თავისუფალი საქართველოსი, რომლის საკანონმდებლო ორგანოში ბოროტება აღარ იქნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics