12:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 12:17:03, 1084 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ რეაგირებას დაიმსახურებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.

როგროც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია მომხდარის  დროული გამოძიება.

მისივე თქმით, დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას,  სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში,  მკაცრი რეაგირება მოყვება:

„დროული გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ჩართული არის ყველა შესაბამისი უწყება იმაში, რომ მოხდეს სრული გამოძიება და გაკეთდა ძალიან პრინციპული, მკვეთრი განცხადებები, რომ ასეთი ფაქტები არის სრულიად მიუღებელი, დაუშვებელი და არ არის მხოლოდ რაიმე კონკრეტული ფაქტი, არამედ ნებისმიერი ასეთი მცდელობა, დესტაბილიზაციის, განსაკუთრებით მკაცრ რეაგირებას დაიმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში”,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics