2015-03-08 11:40:57, 424 ნახვა
პოლიტიკა
ჯემალ ფუტკარაძე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" გარიცხეს
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი განიხლა.
"ქართული ოცონების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს
პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური,
განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით
გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღოგადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვისგამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა -პარტიიდან გარიცხვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან