10:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 14:00:52, 356 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძის ვარაუდით, პრეზიდენტი პარლამენტში 18 ან 20 მარტს წარსდგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ვარაუდით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მოხსენებით 18 ან 20 მარტს წარსდგება.

ამის შესახებ საგანელიძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ჯერჯერობით თარიღი ზუსტად არ არის დაზუსტებული იმიტომ, რომ ოთხშაბათი, ხუთშაბათი პარასკევი - ეს სამი დღე იქნება სამუშაო რეჟიმი. პრეზიდენტი როგორც ბრძანებს იმ თარიღში გამოვა, ვფიქრობ, 18-20 რიცხვში. ორ ფორმატზეა საუბარი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება მნიშნელოვნად ერთმანეთისგან. ეს იქნება დებატები და ფრაქციების გამოსვლა. მხოლოდ იმაშია სხვაობა, რომ დებატებში უმრავლესობის ლიდერს აქვს რეგლამენტში გამოსვლის საშუალება, ისევე როგორც უმცირესობის ლიდერს. ხოლო თუ ფრაქციების რეჟიმში იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოვდივართ“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics