2015-03-04 17:54:40, 414 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მისვლას კვლავ ითხოვს
ოპოზიცია პარლამენტში კვლავ ეკონომიკური გუნდის მისვლას ითხოვს.
შესაბამისი განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
"საშიში ის კი არ არის, რომ მთავრობამ იურთიერთობოს პარლამენტთან, საშიში ის არის, რომ დღეს მედიის საშუალებებით საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტით საუბრობს იმაზე,რომ გაიზარდა ფასები. მინდა მივმართო ჩემს კოლეგას ზურაბ ტყემალაძეს, რომელმაც ტელევიზიაში განაცხადა და დაგვპირდა, რომ მთავრობის წევრები მოვლენ საქართველოს პარლამენტში და გაგვაგებინებენ იმ დაფარულ სასწაულმოქმედ გეგმას, რომელიც მათ აქვთ.ძალიან გთხოვთ, იქნებ დროზე მოვახდინოთ ამის ორგანიზება",-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან