2015-03-02 19:09:59, 452 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის დაფუძნებას საკრებულომ მხარი დაუჭირა
თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის დაფუძნებას საკრებულომ მხარი დაუჭირა. კენჭისყრისას ცენტრის დაფუძნებას 19 დეპუტატი მიემხრო, 11 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 3-მა თავი შეიკავა.
თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის მიზანი მეწარმეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა იქნება. შესაბამისად, ის საკითხები, რომლებიც მეწარმეებს აწუხებს, თბილისის მერიაში განხორციელდება. ცენტრი იმუშავებს იმაზე, რომ ხელი შუეწყოს, ან მოემსახუროს ინვესტორებს, წაახალისოს მათი საქმიანობა და დაეხმაროს მათ კაპიტალ დაბანდებებში და სამეწარმეო უნარ ჩვევების განვითარებაში.
ცენტრი 2015 წლის მარტის პირველ ნახევარში აშენდება. მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი, რომელსაც მხარი დედაქალის მთავრობამ უნდა დაუჭიროს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან