2016-06-09 11:58:28, 1225 ნახვა
მსოფლიო
პუშკოვი: საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო
საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
პუშკოვის თქმით, კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისკენ ნატო-ს გაფართოების მცდელობებით დაიწყო.
„ნატო-ს ხელმძღვანელობა, ბუშის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ჩათრევას ცდილობდა, როცა საქართველოში სააკაშვილის, უკრაინაში კი იუშენკოს მთავრობა იყო“, - განაცხადა პუშკოვმა.
მისივე თქმით, ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის მეორე მიზეზი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაა, რომელიც, პუშკოვის აზრით, რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან