2016-05-31 23:11:14, 1516 ნახვა
მსოფლიო
აშშ მოქალაქეებს ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ევოპაში მოგზაურობისას რეკომენდაციებს აძლევს.
„სტადიონები, ფან-ზონები, გასართობი ცენტრები, სადაც მატჩების ტრანსლირება განხორციელდება, ტერორისტების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აქვე სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ საფრანგეთმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 26 ივლისადმე გაახანგრძლივა, მათივე ინფრომაციით კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ტერორისტების პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს, პოლონეთის ქალაქი კრაკოვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან