|
2016-05-21 21:34:11, 794 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა
სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. თავდაცვის მინისტრი ადგილობრივ სტუდენტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უელსიდან ვარშავამდე გავლილ გზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე და ჯარისკაცების დამსახურებაზე ესაუბრა. ერთსაათიანი შეხვედრის ბოლოს თინათინ ხიდაშელმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებთან შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი ნოდარ ბერიძე, პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, საწყისი საბრძოლო მომზადების მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და ჯავშანსატანკო ცენტრის მეთაური, ლერი გელხაური ესწრებოდნენ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა ახალციხის „გენდერის მედიაცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)