2025-11-18 10:25:31, 552 ნახვა
პოლიტიკა
მადლობა უპატივცემულო განცხადებებისთვის - უკრაინა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი უკრაინის მხრიდან “უმადურობის” შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა და “მადლობა” გადაუხადა “უპატივცემულო განცხადებებისთვის.”
“მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვისა და მათთვის თავის არიდებაში საერთო აგრესორის დახმარებისთვის, საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გეზის ცვლილებისთვის რუსული უღელისკენ, უკრაინის მიმართ მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის”. – თქვა ტიხიმ.
მანამდე პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა, უკრაინის ხელისუფლება “უმადურობაში” დაადანაშაულა და უკრაინელ ხალხს უსურვა, რომ “ღირსეული ხელისუფლება” ჰყავდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,