11:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 15:59:10, 816 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი: ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა

დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა. დიპლომატის თქმით, "მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი."

მისი განმარტებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, მისი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის არის, უთხრას ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირიას და რომელი - არა.

ელჩის განცხადებითვე, ევროკავშირი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ კურსი შეეცვალა.

სპეკულაციები არ მინდა, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ეს ანგარიში გაზიარებული იქნება წევრი ქვეყნებისთვისაც. საბოლოოდ, ისინი განიხილავენ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, ჩემი როლია, როგორც ევროკავშირის ელჩის, რომ ვუთხრა ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირიას და  რომელი - არა. 2024 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, არ მიეღოთ უცხოური აგენტების კანონი, რადგან ეს გამოიწვევდა შედეგებს. კანონის მიღების შემდეგ კი ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა. მიხარია და ვფიქრობ, რომ კარგია თუ ზოგიერთმა პარლამენტარმა საბოლოოდ აღმოაჩინა 2024 წლის ივნისს ის ევროპული საბჭოს დაკსვნა. რაც მაღელვებს ისაა, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ რაც გააკეთეს, ამას შედეგები მოჰყვება. ეს დასკვნა იყო პირველი გამოღვიძების ზარი, საბოლოო გამოღვიძების ზარი კი ბოლო გაფართოების ანგარიშია, რომელიც მართლაც გამანადგურებელია, - თქვა ჰერჩინსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics