18:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-03 12:16:21, 2332 ნახვა

საზოგადოება
ომიხ მხარდამჭერი რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს ანგელოზის დღეს ულოცავს

რუსეთის პატრიარქმა სრულად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა. მისალოც წერილში კირილ I-მა ილია II ისევ არასრული ტიტულატურით იხსენიებს. 

"უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა" - ამ სრული ტიტულის ნაცვლად კირილეს წერილში აღნიშნულია მხოლოდ "უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე".

  • იმის ხაზგასასმელად, რომ აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში შედის, წმინდა სინოდის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს პატრიარქი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიც გახდა, რის შემდეგაც მისი სრული ოფიციალური ტიტულია: "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა“.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და თანამსახურო!

"გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს.

თქვენი ზეციერი მფარველის, ღვთის წინასწარმეტყველი ილიას, მფარველობით გამტკიცებული, თქვენთვის ჩაბარებულ სამწყსოს ღვთის მცნებების დაცვისა და მისი ყოვლად კეთილი განგების მტკიცე სასოების კარგ მაგალითს აძლევთ, ამტკიცებთ რა ჭეშმარიტ მრწამსს ადამიანებში და მოუწოდებთ, იბერიის უძველესი ტრადიციები დაიცვან.

თქვენ მრავალი ათწლეულების განმავლობაში აღასრულებთ თქვენს საპატრიარქო მსახურებას, დაუღალავად ზრუნავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, თავს იჩენთ სიმართლით, ღვთისმოსაობით, სიყვარულით, მოთმინებითა და თვინიერებით (პირველი ტიმოთეს მიმართ, 6:11).

ამ წმინდა დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის განსაკუთრებულ ლოცვებს წარმოვთქვამ, რათა უფალმა საოცარი წინასწარმეტყველის შუამავლობით, რომელმაც განთიადით გონება გაანათლა (სტიქარონი წმინდანს), თქვენ წმინდა მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ წინამძღვრულ საქმიანობაში ძალთა სიმტკიცე და უხვი დახმარება გიბოძოთ". - წერია განცხადებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics