12:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 10:27:19, 705 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„გაკეთდა შეთავაზება, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უფრო ფართო დისკუსიების დაწყებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს. საფრანგეთი მხარს დაუჭერს მას“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს კანადის ქალაქ კანანასკისში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს.

მისი თქით, მხარეებმა მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტონ, რადგან ამას არაფერი ამართლებს.

„აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ორივე მხრიდან ენერგეტიკული, ადმინისტრაციული და კულტურული ინფრასტრუქტურის, და მით უმეტეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა დარტყმა შეწყდეს. ამას არაფერი ამართლებს“, - აღნიშნა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics