12:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 19:18:24, 1023 ნახვა

ეკონომიკა
სალომე ზურაბიშვილი - სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს

სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „GLOBSEC 2025“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“ განაცხადა.

„ახლა დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება გვჭირდება. ვიცით, რომ ეს დე იურე არაღიარების პოლიტიკა არ გახდება. სწორედ ამიტომ არ მომიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც მე-5 პრეზიდენტს ან სხვანაირად. ეს ამ ყველაფრის იურიდიული ასპექტებში ნავიგაციის მცდელობაა. მაგრამ რაც ხდება - არაღიარება - ძალიან მნიშვნელოვანია.

ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო ირანი არ არის, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ჩინეთი არ არის, ასე რომ გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის და მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეებს ქმნის და ეს სანქციების მიზანია - არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს ბზარები გააჩინოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, სანქციები როდის გახდება მმართველი პარტიისთვის მტკივნეული, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „უკვე გახდა“.

„უკვე მტკივნეულია მათთვის, მაგრამ არავის შეუძლია თქმა რამდენად სწრაფად და რა დონეზე მოახდენს ეს გავლენას ხელისუფლების ძალაზე, რომელიც რეპრესიებს ეფუძნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics