12:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 20:09:36, 1121 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - უკრაინის NATO-ში გაწევრიანება “შეუქცევადია“

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება "შეუქცევადი" პროცესია, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ასახული თუ არა NATO-ს მომდევნო სამიტის კომუნიკეში. ამის შესახებ რუტემ ლონდონში, Сhatham House-ის პანელური დისკუსიის დროს ისაუბრა. 

"უკრაინის შეუქცცევადი გზა NATO-ს წევრობისკენ ადგილზეა და ვფიქრობ, სამიტის შემდეგაც ასე იქნება. კომუნიკეში იქნება ეს ასახული თუ არა, ვფიქრობ, არ არის რელევანტური, რადგან ის, რაზეც წარსულში შევთანხმდით კვლავ ძალაშია" – ამბობს რუტე.

NATO-ს სამიტი 24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ მასზე დასაწრებად უკრაინაც მიიწვიეს. 

2 ივნისს რუტემ თქვა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. ამის შესახებ რუტემ ვილნიუსში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.

თუმცა, უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა თქვა, რომ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთისთვის "სამართლიანი შეშფოთების" მიზეზია და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღისწესრიგში არ დგას.

"ვფიქრობ, ეს სამართლიანი შეშფოთებაა და ამას არაერთხელ ვამბობდით. ისევე როგორც ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. მე შემიძლია ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ NATO-ში. NATO-ში გაწევრიანებისთვის 32-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. და უკვე ვნახეთ ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ამის შესახებ დარწმუნებულები არ არიან". - აღნიშნა კელოგმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინს წერილობითი გარანტია მისცეს იმის შესახებ, რომ NATO აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს თავად ტრამპის გადასაწყვეტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics