06:10 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 12:38:20, 1050 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში მინის დინასტიის დროს აგებული დოლის კოშკის სახურავი ჩამოინგრა

19 მაისს, ჩინეთში მინის დინასტიის დროს აგებული მეთოთხმეტე საუკუნის დოლის კოშკის სახურავი ჩამოინგრა.

სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ფენგიანის დოლის კოშკი, რომელიც 1375 წელს აშენდა და ცერემონიების დაწყებისა და დღის დროის გამოსაცხადებლად გამოიყენებოდა, ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ასეთი ნაგებობაა.

კოშკი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ანხუეის პროვინციაში, რომელიც პეკინიდან, ჩინეთის დედაქალაქიდან, დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ კოშკის სახურავიდან ასობით კრამიტი ჩამოინგრა.

"კრამიტების ცვენა ერთი-ორი წუთი გაგრძელდა" - განუცხადა ერთმა თვითმხილველმა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ გაზეთ Yangcheng Evening News-ს.

ადგილობრივი კულტურისა და ტურიზმის ბიუროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და "მომხდარის გამომწვევი მიზეზების გასაგებად გამოძიება კვლევა მიმდინარეობს".

CNN ცნობით, აღნიშნულ კოშკს ერთი წლით ადრე სახურავის მცირე დაზიანების გამო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ ნაგებობა ორი ნაწილისგან შედგება: პირვანდელი მინის დინასტიის პერიოდის კოშკის ფუნდამენტისგან და მის ზედა ნაწილზე აშენებული კოშკისგან. ოფიციალური პირების თქმით, დაზიანება ძირითადად ამ ზედა ნაწილს შეეხო, რომელიც 1995 წელს ხელახლა აიგო.

ფენგიანის ოლქში მინის დინასტიის დამფუძნებელი, ჯუ იუანჯანის დაიბადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics