16:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 16:20:16, 792 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა ახალ სანქციებზე - ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს პასუხობს

რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს გამოხმაურებია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ზელენსკიმ, ევროპელ ამხანაგებთან ერთად, საუბარი დაიწყო ანტირუსული სანქციების გამკაცრებაზე: მათ კიდევ ერთხელ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროპა მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესვენების საშუალების მიცემაა.

„აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა მათი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩაშლა და რუსეთის დელეგაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადეს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის სპექტაკლი ჩაიშალა.

„გულუბრყვილოდ თვლიდნენ, რომ მოლაპარაკებების გადადება მოსკოვს აიძულებდა, უარი ეთქვა მათ ჩატარებაზე. შედეგად, ზელენსკის მიერ დადგმული სპექტაკლი სავალალოდ ჩაიშალა. იძულებული გახდა, 16 მაისს დელეგატები დაენიშნა და რუსეთის დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად გაეგზავნა“, - განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics