12:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-18 14:41:25, 963 ნახვა

მსოფლიო
პაპ ლეო XIV-ის პონტიფიკატი ოფიციალურად დაიწყო

18 მაისს პაპი ლეო XIV-ის პინტიფიკატი ოფიციალურად დაიწყო.

პაპის ინაუგურაცია ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართა. საინაუგურაციო ცერემონია წმინდა წირვის ფარგლებში ჩატარდა, რომლის დროსაც პაპს პალიუმი და მებადურის ბეჭედი გადაეცა.

სიტყვით მიმართვისას პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ერთობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას დაიცავს.

"პეტრე არასდროს უნდა დანებდეს ცდუნებას, იყოს ავტოკრატი, რომელიც ბატონობს მის სამწყსოზე, პირიქით, ის უნდა მსახურებდეს მისი დებისა და ძმების რწმენას" - თქვა საინაუგურაციო ქადაგებისას პაპმა.

ღია ცის ქვეშ გამართულ წირვაზე ლეო XIV რომის კათოლიკური ეკლესიის 267-ე პაპად და ვატიკანის სუვერენულ მმართველად ოფიციალურად აღიარეს.

69 წლის კარდინალი პრევოსტი კონკლავმა პაპად 8 მაისს აირჩია.

ფრანცისკეს შემდეგ ლეო XIV მეორე პაპი იქნება დასავლეთ ნახევარსფეროდან, თუმცა ბერგოლიოსგან განსხვავებით პრევოსტი აშშ-ს მოქალაქეა. ის ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში 1955 წელს დაიბადა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics