|
2025-05-01 16:38:40, 785 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ბენდელიანი გარემოს დაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს
,,ქართული ოცნების" მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ეკატერინე ბენდელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მძიმე არასდროს ყოფილა წერტილი, წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე! წერტილი დაუსვა ჩემს მუშაობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რიგით მე-12 მინისტრმა, სადაც 2007 წლიდან ვმუშაობ. მიზეზი უცნობია, ასე ერთი ხელის მოსმით ყოფილა შესაძლებელი გაათავისუფლო საჯარო მოხელე, რომლის სახელსაც არაერთი პროექტი უკავშირდება.საკუთარ თავზე საუბარი ურთულესია, ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ეს მდგომარეობა გულს გვიკლავს უძლურ ჭირისუფალს! ბრძოლა კი ერთადერთი გამოსავალია!“- წერს ყოფილი საჯარო მოხელე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)