18:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 15:58:16, 1072 ნახვა

ომი უკრაინაში
დაბომბვის შემდეგ სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

ქალაქი სუმის ცენტრზე რამდენიმე დღის წინ მიტანილი იერიშის შემდეგ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურს, ვოლოდიმირ არტიუხს თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

ცნობა, არტიუხის გათავისუფლების შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ტარას მელნიჩუკმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის გათავისუფლებაზე  შეთანხმდა. მას ამ თანამდებობაზე ოლეგ გრიგოროვი ჩაანაცვლებს. 

ამ ცვლილებების ძალაში შესაყვანად საჭიროა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი განკარგულება გასცეს. უკრაინული მედია Суспiльне წერს, რომ ზელენსკიმ არტიუხს ათავისუფლებს.

13 აპრილს რუსეთმა ქალაქი სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა. იერიშის დროს ქალაქის ცენტრში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 35 ადამიანი. მათი უმრავლესობა ისხდა ტროლეიბუსში, რომელიც დარტყმის წერტილის მახლობლად გადაადგილდებოდა. დაშავებულთა რიცხვმა 125-ს მიაღწია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics