04:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 09:04:27, 772 ნახვა

საზოგადოება
დღეს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება

31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება. აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს. მან მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოუწოდა.

„31 მარტი არის ქართველი ხალხის გამოღვიძების დღე, როდესაც, 1991 წელს, საქართველოს მოქალაქეთა 99.08%-მა "დიახ" უთხრა დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსული ბატონობის დასრულებას. და ჩვენს ქუჩაზეც მოდის გაზაფხული. ახალი სიცოცხლით, ახალი ძალებით მოდის ხალხის გაზაფხული”, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში.

კერძოდ, 19:00 საათზე, სტუდენტები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

19:00 საათზე რეფერენდუმისადმი მიძღვნილი მარში დაგეგმილია რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით.

19:00 საათზე, რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“

„ვუერთდებით საპროტესტო აქციას რუსთაველზე, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვუთხრათ არა ტირანიას და კი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას!”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics