23:07 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 09:42:21, 1255 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა - საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში „საარჩევნო უბანზე” თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პროექტი, “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

მათი ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩვენო უბანზე მოხდა დაახლოებით, 19:30 საათზე, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა „საარჩევნო“ ურნა და დოკუმენტები.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ადგილიდან მანქანებით მიმალვას ცდილობდნენ.

ე.წ. სამართალდამცავებმა ბლოკ-პოსტი “მუსერა” გადაკეტეს, მაგრამ თავდამსხმელები გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “საარჩევნო უბანზე” თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics