08:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 16:49:49, 783 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: ევროკავშირის „შავი სიის გაფართოებას“ ადეკვატური პასუხი გაეცემა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ „შავი სიის“  გაფართოებას სასაცილოს უწოდებს.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვი  სანქციებს „ადეკვატურ პასუხს“ გასცემს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი „შავი სია“ გააფართოვა.
აღნიშნულ სიაში აღმოჩნდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამი წარმომადგენელი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე არკადი ბახინი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ანდრეი კარტაპოლოვი. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდა მომღერალ და დეპუტატ იოსიფ კაბზონს, დეპუტატ ვალერია რაშკინას, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული რეგიონის  და სახალხო  მოძრაობა „ნოვორასიას“ წარმომადგენლებს. „შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და იქ არსებული საბანკო აქტივები გაეყინათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics