12:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 14:09:09, 388 ნახვა

საზოგადოება
გოგა ქობალიას სადებიუტო ფილმი კინომატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დაბლოკა

კინომატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ქართველი კინემატოგრაფის, გოგა ქობალიას სადებიუტო ფილმი დაბლოკვა.

კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს კი  მიაჩნიათ, რომ ეს არის რეპრესიები ავტორის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებში.

მათივე თქმით, კინოცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნას ემსახურება.

„გოგო ქობალიას ეს კონკრეტული შემთხვევა არის პრეცედენტი, როგორ ექცევა უფუნქციოდ დარჩენილი კინოცენტრი ავტორებს და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. შეიძლება გოგას გააუქმეს ეს ფილმი, რაც ძალიან პრობლემატურია. ეს გაუქმება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეს ინსტიტუცია, რომელიც ემსახურებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებას და დახმარებას, უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს, აღარ ფუნქციონირებს. გოგას ფილმი ერთ-ერთი მაგალითია, თორემ ძალიან ბევრ პროექტს ექმნება საფრთხე. განსაკუთრებით, მათ პროექტებს, ვინც ორი წლის განმავლობაში რაღაცნაირად იბრძვის იმისთვის, რომ დაიბრუნეს კინოცენტრი, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე კინოსთვის.“ - ამბობს კულტურის სფეროში დასაქმებული მოქალაქე.

ცნობისთვის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გოგა ქობალიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი "დროებითი ჭერი" გააუქმა. კინოცენტრმა მიზეზად პროექტის კალენდარული გეგმის დარღვევა და პროექტის ჩაბარების ვადის ამოწურვა დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics