21:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 08:25:38, 1376 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომში უკრაინამ 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა

რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის, ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.

„გვაქვს ფიქსირებული მსხვერპლი - 46 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი. ჯერ კიდევ ათიათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულია. უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეიძლება გარდაცვლილები იყვნენ, ან ტყვეობაში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთში დეპორტირებულია, დაახლოებით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics