02:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 14:05:00, 644 ნახვა

პოლიტიკა
ფანჯიკიძე: მთავრობაში ერთიანი აზრი იყო, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა მოწესრიგებულიყო

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ ლარის გაუფასურება გარკვეულწილად სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ გამოიწვია, უსაფუძვლოს უწოდებს.

როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, საქართველოს, დაახლოებთ, 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა. მისი თქმით, მთავრობის ერთიანი აზრი იყო, რომ საემიგრაციო პოლიტიკა უნდა მოწესრიგებულიყო და ასევე, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა.

ფანჯიკიძის განმარტებით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მათ მაშინ გადაეცათ, როცა პრემიერ-მინისტრი  ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი იყო.

"ეს მიდგომა ამ საკითხის მიმართ არის მცდარი.როგორც ეს გააკეთა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც აღნიშნა, რომ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა. ეს არის მცდარი იმიტომ, რომ საქართველოს დაახლოებით, 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა.მთავრობაში ერთიანი აზრი იყო, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა მოწესრიგებულიყო.გარდა ამისა, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოგვეცა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ იყო ბიძინა ივანიაშვილი",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics